მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელი საზეიმო ღონისძიებით დააგვირგვინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება დიდი ენთუზიაზმით, ემოციებითა და სიყვარულით იყო აღსავსე…
„დაწყებით კლასთან გამოთხოვება არც თუ ისე მარტივი აღმოჩდა მოსწავლეებისათვის, სულ რაღაც რამდენიმე წუთში ჩატეული გრძნობები მეტადრე ამაღელვებელი იყო ყველასათვის. ეს დღე ჯადოსნურ ზღაპარს დაემსგავსა! დაე, მუდამ ენთოთ მათ თვალებში მომავლის რწმენა, დიდება და ჟინი გამარჯვებისა! წარმატებები ჩვენს მომავალ თაობას, წინ ჯერ კიდევ მწვერვალები აქვთ დასაპყრობი!“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეთა შემართება ახარებთ.
მოსწავლეებმა შემოქმედებითად წარმოაჩინეს თავი, თბილი სიყვარულით სავსე სიტყვებით შეაფასეს განვლილი ოთხი წელი და მოეფერნენ საყვარელ მასწავლებლებს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და სახალისო ინსცენირებებიც წარმოადგინეს.
მე-4ბ კლასის კლასის დამრიგებლები ელენე დიასამიძე და მანანა ფევაძე არიან.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ