მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, IV კლასში განხორციელდა პროექტი თოჯინების თეატრი.
პროექტის იდეის და თემის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებში და შეარჩიეს მათთვის საინტერესო ზღაპარი. დაამზადეს თოჯინები სხვდასხვა მასალებით. თოჯინების მინი სცენის შექმნისთვის მთელი კლასი მუშაობდა. მათ მეორადი მასალებით დაამზადეს სცენა და დეკორაციები, მოამზადეს აფიშები. მოსწავლეებმა წარადგინეს ზღაპრები: „კომბლე“ და “ფიფქია და შვიდი ჯუჯა“. მათ საინტერესოდ მოირგეს როლები გაახმოვანეს პერსონაჟები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების შემოქმედებითი და სოციალური უნარების დახვეწას, ასევე მათ სოციალიზაციას, მხატვრულ კითხვასა და ლიტერატურული ენით საუბარს.
პროექტში ჩართული იყო მთელი კლასი.
პროექტს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს შმოქმედებითად დატვირთულ სასკოლო ცხოვრებას სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ