მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი მრავალფეროვანი გარემოა შექმნილი.
ამჯერად, იქ ნახატების გამოფენა მოეწყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქართული სექტორის მე-11ბ კლასის მოსწავლე ფადილა სამედოვა დაინტერესებულია ხატვით. მისი თქმით, ხატვისადმი ინტერესის გამოვლენა და საგნის სიყვარული ხელოვნების პედაგოგის - ნათია ჩხეტიანის დამსახურებაა.
სკოლაში ჩატარდა ღონისძიება - „წერილი მასწავლებელს“, სადაც ერთ-ერთი მონაწილე ფადილაც იყო. მან თავისი წერილი მის საყვარელ პედაგოგს - ნათია ჩხეტიანს მიუძღვნა. წერილის წაკითხვის დროს გააჟღერა, რომ მისი ოცნება იყო სკოლაში მოეწყო თავისი ნახატების გამოფენა.
სკოლის დირექტორმა - ინგა მიქელაძემ გადაწყვიტა, რომ ფადილას ოცნება აესრულებინა და შესაბამისი სივრცე მოაწყო სკოლაში, სადაც ნახატების გამოფენა გაიმართა.
ნახატებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები აღფრთოვანებული დარჩნენ ფადილას ნიჭიერებით, მისი ნახატები მათთვის ლამაზი და საინტერესო აღმოჩნდა.
მოსწავლის ნახატებმა მშობლებისა და სოფლის მოსახლეობის მოწონება დაიმსახურა, რომლებიც სკოლას სამი დღის განმავლობაში სტუმრობდნენ.
ფადილე სამედოვა დიდ მადლობას უხდის სკოლის დირექტორს - ინგა მიქელაძეს, ვინაიდან მან მის ოცნებას ფრთები შეასხა.
დირექტორი ინგა მიქელაძე აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს პედაგოგი, შეაყვაროს მოსწავლეს საგანი, გამოიწვიოს მასში დიდი ინტერესი, რათა მისი ნიჭიერება არ დაიკარგოს. ის მადლობას უხდის ხელოვნების პედაგოგს- ნათია ჩხეტიანს და მისი სურვილია, რომ მომავალში ფადილას გამოფენა იყოს უფრო მასშტაბური, სადაც დასათვალიერებლად მთელი ქვეყნის წარმომადგენლები მივლენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ