მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
მათ შორის იყო მე-3 კლასში გამართული ღია გაკვეთილი თემაზე - „ჩვენს სახლში მცხოვრები ცხოველები“ და „მწვანე გაკვეთილი“.
გაკვეთილი ისტორიისა და „მე და საზოგადოებას“ მასწავლებელმა ანა პეტროსიანმა ჩაატარა.
ბავშვებს დაევალათ სლაიდების გაკეთება საყვარელი შინაური ცხოველების შესახებ.
„ცხოველებთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა ბავშვებს სიხარულს ანიჭებს, ბავშვები ხდებიან უფრო მშვიდი და გაწონასწორებული, კომუნიკაბელური, სწავლობენ სიყვარულს. საკუთარ სახლში მცხოვრებ ცხოველებზე ზრუნვით ბავშვები გრძნობენ პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
გაკვეთილზე, მათ ისაუბრეს ცხოველების მოვლის, სეირნობის, კვების საჭიროებაზე.
მე-3 კლასელებმა, მშობლებისა და უფროსების დახმარებით შესანიშნავად შეძლეს დავალებების შესრულება.
„ამ თემების წყალობით პატარები დაუახლოვდნენ ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, უფრო შეუყვარდათ ცხოველები და კიდევ ბევრმა პატარამ გადაწყვიტა სახლში მიეყვანათ სხვადასხვა ცხოველი“, - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ