მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოა შექმნილი.
ახლახან, სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით დასამახსოვრებელი საღამო - „ჩვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ვართ“ გაიმართა. ბავშვებმა მასწავლებელებს, მათ აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს და პირობა დადეს, რომ ქვეყნის ღირსეული მოქალაქენი იქნებიან.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ცოდნის მწვერვალების დასაუფლებლად სვლას წარმატებით გააგრძელებენ. სკოლის დირექტორმა - ნორა ბუცხრიკიძემ და კაცხის მაცხოვრის წინამძღვარმა - მამა იოანემ პატარები დალოცეს და წარმატება უსურვეს.
„თქვენით ეამაყოს კაცხის საჯარო სკოლას“,- სწორედ ამ სიტყვებით მიმართეს სკოლაში მეოთხეკლასელებს.
აღსანიშნავია, რომ ამ დღეს სკოლაში მომავალ პირველკლასელებსაც უმასპინძლეს. მათთვის ვიზიტი შთაბეჭდილებებით აღსავსე და დაამახსოვრებელი იყო.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ