მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურისა და ზოგადად, წიგნის სიყვარულით გამოირჩევიან.
ამჯერად, III კლასში, ქართული ენისა და ხელოვნების ინტეგრირებული პროექტი - „წიგნი ცოდნის წყარო“ განხორციელდა. ის კლასის დამრიგებლის - ლია მეხრიშვილის ორგანიზებით მოეწყო.
პროექტის პრეზენტაციას სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები - ლალი მეხრიშვილი და თამილა ნადირაშვილი ესწრებოდნენ. ბავშვების შექმნილმა ილუსტრირებულმა წიგნებმა ისინი შთაბეჭდილებებით დატვირთა. პედაგოგებმა მოსწავლეებს წარმატებები და წინსვლა უსურვეს.
სკოლის დირექცია მასწავლებელს და მოსწავლეებს, განხორციელებული პროექტისთვის დიდ მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.
„როცა წიგნს ვკითხულობთ, ვთავისუფლდებით ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებისგან და სამყაროს თავისუფალი თვალით ვუყურებთ ისეთ სამყაროს, რომელსაც გონებაში წარმოვიდგენთ. ის საშუალებას გვაძლევს დავფიქრდეთ, ვეძიოთ და აღმოვაჩინოთ ჩვენთვის ფასეული რამ, რომელიც დიდ სიხარულს მოგვანიჭებს. ამისთვის კი მხოლოდ სამი რამ უნდა გავაკეთოთ, ავიღოთ ჩვენთვის სასურველი წიგნი, მოვკალათდეთ და დავიწყოთ კითხვა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ