მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სასკოლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან.
ახლახან, სკოლაში IV კლასის შემაჯამებელი ღონისძიება - „ოთხი წელიც გაფრენილა“ ჩატარდა. მისი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი კლასის დამრიგებლი ნატო ბაბლუანი გახლდათ.
პატარებმა სითბოთი, სიყვარულითა და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს მე-4 კლასის დამთავრება. ისინი საყვარელ ნატო მასწავლებელს თბილი სიტყვებით გამოემშვიდობნენ და სასკოლო საზოგადოებას საოცარი ემოციებით დატვირთული დღე აჩუქეს.
„ნატო მასწავლებელი ახალბედა პედაგოგია ნამაშევის სკოლისა. მიუხედავად გამოუცდელობისა, მან არაჩვეულებრივად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.
ნატო მასწავლებელს ჩვენი სკოლის დირექტორმა, ბატონმა მინდია გველებიანმა გაუღო სკოლის კარი სიტყვებით - „თუ არ იმუშავა გამოცდილება როგორ მიიღოს“ და მართლაც არ შემცდარა არჩევანში.
იგი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საყვარელ საქმეს და სწორედ ამ სიყვარულმა შეაძლებინა დღეს არაჩვეულებრივი ღონისძიების წარმოდგენა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ