მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის სასწავლო წლის დასასრული ემოციებით იყო დატვირთული, განსაკუთრებით კი, მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის, რადგან პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ.
მოსწავლეებმა, საყვარელ დამრიგებელ განგა ჭუჭუხაშვილთან ერთად სასკოლო საზოგადოებას გამოსაშვები ღონისძიება შესთავაზეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
პატარებმა წაიკითხეს უამრავი ლექსები და შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, დადგეს მინი სცენარები და თავიანთი შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოების სასიამოვნოდ გაოცება მოახერხეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სკოლაში იყო სასიამოვნო, თბილი და მხიარული ატმოსფერო.
მასწავლებელმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს დააწერეს სამახსოვრო მილოცვები თეთრ მაისურებზე. გაუშვეს ფერადი ბურთები და კვამლი. დაემშვიდობნენ საყვარელ მასწავლებელს თბილი სიტყვებით.
მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა მშობლებს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის და მოწაფეებს ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა მშობლებს, ბავშვებს და მასწავლებელს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების ჩატარებისთვის და წარმატება უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ