მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ.
ამასთან დაკავშირებით, სკოლაში საოცრად ლამაზი და ფერადი ღონისძიება გაიმართა. მისი ორგანიზატორი IV კლასის დამრიგებელი მარინე მიქაია გახლდათ.
მათ გაიხსენეს და შეაჯამეს სკოლის კედლებში გატარებული 4 წელი. ასევე, გზა დაულოცეს საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს. თავიანთ დამრიგებელს კი, მომავალი პირველკლასელები ჩააბარეს.
იყო ბევრი თბილი სიტყვა და ცრემლები. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე სასკოლო საზოგადოებისთვის დაუვიწყარი იქნება.
„მადლობა მოსწავლეებს, დამრიგებელს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მეოთხე კლასის მშობლები: ანი ჯიქია, ნანა გვასალია, ხატია აკობია და ანჟელა მურღულია. მადლობა მშობლებო, კრეატიულობისთვის, ჩართულობისთვის. სკოლა და ოჯახი ერთად ყოველთვის გადის უმაღლეს შედეგზე“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ