მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
11 ივნისს, მე-11ა კლასის (დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი ნესტან მჟავანაძე) მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი - „ვაჟას სამყაროში“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ საინტერესოდ ისაუბრეს მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, განიხილეს თუ რა მასალას ეყრდნობოდა ვაჟას ქმნილებები, რა იყო მის ნაწერში ხალხური, ისტორიული და საკუთრივ პოეტის წარმოსახვით შექმნილი.
პოემების - „ალუდა ქეთელაურისა“ და „სტუმარ-მასპინძლის“ მიხედვით იმსჯელეს პიროვნების მეტამორფოზის, თემისა და პიროვნების შესახებ, ყურადღება გაამახვილეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, დაახასიათეს ვაჟას „კაი ყმები“ პოემა „ბახტრიონიდან“ და აღნიშნეს, თუ ვის შეიძლება ეწოდოს დღეს - „კაი ყმა“.
დასასრულს, სკოლის დირექტორმა გენადი მარგველაშვილმა და დირექტორის მოადგილემ ლია კუხიანიძემ შეაფასეს მოსწავლეთა ნამუშევარი და წარმატებები უსურვეს მათ მასწავლებელთან ერთად.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ