მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.
ამჯერდ, სკოლაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტივობის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გამარჯვებული პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
მისი მიმდინარეობისას, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და გეგმით გათვალისწინებული დავალებების შესრულება შეჯამდა, სადაც მოსწავლეებმა გლობალური პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, შესაბამისი ამოცანა შექმნეს და მათი ამოხსნის გზები წარადგინეს.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა განხორციელებული სამუშაოები პრეზენტაციის, ბარათების და ელექტრონული წიგნის სახით წარადგინეს.
შემაჯამებელ შეხვედრას ქედის რესურსცენტრის წარმომადგენელი - თენგიზ გათენაძე ესწრებოდა, რომელმაც მასწავლებელ გუგული ანანიძესა და პროექტის ყველა მონაწილეს, შესრულებული სამუშაოებისათვის, მადლობა გადაუხადა.
„სემესტრის ბოლო კვირა დაეთმო გლობალურ პრობლემებს, რომლებიც ეხებოდათ კონკრეტულად მოსწავლეებს ან მათ თანატოლებს. შერჩეული თემები, ჩვეულებრივ, წარმოადგინეს ამოცანა-ამოხსნის სახით“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ