მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს იმისთვის რომ, სასწავლო პროცესი ყოფილიყო ნაყოფიერი, შემეცნებითი და შედეგზე ორიენტირებული.
2024-2025 სასწავლო წლის საგანმანათლებლო აქტივობებიდან აღსანიშნავია VII კლასის მოსწავლეთა გამართული სასკოლო კონფერენცია, რომელიც პროექტის - „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“ ფარგლებში ჩატარდა.
საკლასო კონფერენცია წარმოადგენდა, როგორც სკოლაში უწოდებენ, ყველაზე ღირებულ და არა მხოლოდ მოსწავლის არამედ მასწავლებლის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტის შემაჯამებელ აქტივობას, სადაც მოსწავლეებმა პროექტის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოავლინეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მოტივაციისა და გაწეული საქმიანობის წახალისების მიზნით საგნის მასწავლებელმა - ირმა რიონიძემ მოსწავლეებს პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატები გადასცა.
„მადლობა სკოლას, დირექციას, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა აქტიურობა ახარებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან