მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეთა მოტივირებასა და გააქტიურებაზე ზრუნავენ. ამ მიზნით კი, სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობას მართავენ.
მათ შორის, მესამე კლასის დამრიგებელმა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია განახორციელა, რომლის მარშრუტი შემდეგი იყო - პრომეთეს მღვიმე, მოწამეთას და გელათის მონასტრები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გელათის მონასტრის, დავით აღმაშენებლის, დარუბანდში ჩამოხსნილი კარის შესახებ ინფორმაცია უკვე ისწავლეს. ახლა კი, რეალურ გარემოში შეძლეს დაკვირვებოდნენ ისტორიულ ძეგლს.
მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის საფლავთან გაიხსენეს კონკრეტული ისტორია, ლექსები და საფლავზე ფეხშიშვლებმა გაიარეს. გასვლითმა ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან