მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში ნაყოფირი სასწავლო წელი არაერთი საზეიმო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
13 ივნისს, განახლების საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ისევ საზეიმო ვითარება სუფევდა.
ზეიმის გმირები მესამეკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებელი, ნაზიბროლა ბოლქვაძე გახლდათ.
მათთვის უკვე ტრადიციად იქცა სასწავლო წლის მხიარულად დასრულება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოტივაცია შარშანდელმა აქტივობამ გაუჩინა. პროექტი -„ნარჩენების მართვა“ რომ განახორციელეს და გამოფენა- გაყიდვა მოაწყვეს, მოგებული თანხით ნაზი მასწავლებელმა 1-ელ ივნისს, საბავშვო გასართობ ცენტრში წაიყვანა.
წელს მე-3 კლასელებმა კონცერტი გამართეს, ღონისძიების შესახებ კი სასკოლო საზოგადოებას აფიშით შეატყობინეს, ბილეთებიც გაყიდეს, მაყურებელს შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს, რომლის შემდეგ გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, შემოსული თანხით კი სასწავლო წლის წარმატებით დამთავრება გასართობ ცენტრში აღნიშნეს.
„წინა დღით აფიშას გავეცანით, კონცერტზე გვეპატიჟებოდნენ მესამეკლასელები. ბილეთები შევიძინეთ, რადგან ვიცოდით, ყველა კარგად წამოწყებულ აქტივობას მხარდაჭერა სჭირდება. მესამე კლასის ხუთმა მოსწავლემ ნამდვილი ზეიმი მოაწყო. ყველამ უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. კონცერტის ბოლოს გამოფენა-გაყიდვაც მოაწყვეს. დაპირებისამებრ-სამკაულები, ყვავილები, მშობლების მიერ მომზადებული, სადაც თავადაც მონაწილეობდნენ, ღვეზელები, კრუასანები და ნამცხვრები გაყიდეს.
კონცერტის ბოლოს მშობლებმა ნაზი მასწავლებელს სიგელი გადასცეს - ყველაზე მზრუნველ, შრომისმოყვარე, სამართლიან, ერთგულსა და მეგობრულ ხელმძღვანელს.
ნეტა გენახათ მათი ბედნიერი სახეები - ბავშვებს შრომა დაუფასდათ. მოგებული თანხით, ხულოს საბავშვო გასართობ ცენტრს ესტუმრნენ, იცელქეს, იმხიარულეს, იმღერეს, პიკნიკიც მოაწყვეს. მიზანი მიღწეულია! ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ ბავშვებო, თქვენ არაჩვეულებრივად გაართვით თავი ყველაფერს. ამ აქტივობებით თქვენ სხვადასხვა უნარები გიყალიბდებათ, რასაც აუცილებლად გამოიყენებთ შემდეგ საფეხურებზე. მადლობა ბავშვებო, ამ ლამაზი დღისათვის, მადლობა მშობლებო, ყურადღებისა და გვერდით დგომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებლის შემოქმედებითობა ახარებთ.
სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ბოლქვაძე ნაზიბროლას გაწეული შრომისათვის და უამრავ წარმატებას უსურვებს მას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო