მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
იქ პირველი კლასის დამრიგებლის - ნანა კანკიასა და პედაგოგ ეკა ჭოჭუას ხელმძღვანელობით, სახალისო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება - „პირველი კლასის გაცილება“ ჩატარდა.
პირველკლასელებს ღონისძიება სხვა კლასის მოსწავლეებმაც გაულამაზეს. ღონისძიებაზე არაერთი შემოქმედებითი ნომერი გაიმართა, ბავშვებმა იხალისეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობდნენ. გარდა ამისა, მათ მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ განწყობას შესაბამისი დეკორაცია კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან