სიახლეები
სიახლეები

„37 000 მასწავლებელს ხელფასი სულ მცირე 500 ლარით გაეზრდება“ - პრემიერი
17-06-2024
-
+


საქართველოს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასწავლებელთა ანაზღაურების გაზრდის საკითხზე ისაუბრა. 

„მასწავლებლების შრომის ანაზღაურების მომატების შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა. ანაზაღაურების ახალი სქემის მიხედვით, 1 ივლისიდან საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი.

საჯარო სკოლებში სულ არის 52 ათასი მასწავლებელი, აქედან 37 ათას მასწავლებელს რაც არის 70 % ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას 800 ლარით გაეზრდება, ამასთან 25%-ს ანაზრაურება გაეზრდება სულ მცირე 300 ლარით, ხოლო ყველა პედაგოგს სულ მცირე 200 ლარით. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება განათლების ხარისხზე. 

ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება. შემდეგი 4 წლის განმავლობაში როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია - იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად გავაგრძელებთ ამ თემებზე აქტიურად მუშაობას“, - განაცხადა პრეიმიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა კვლავ უცნობია - „უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება პრინციპები“

საჯარო სკოლის მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურების ახალი წესი დამტკიცდა


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება