მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მოსწავლეები სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი აქტივობაში ერთვებიან. მათ შორის, მოსწავლეები - ნინი ხოზრევანიძე, ანა ბერიძე, ნიკა ბერიძე, საბა სურმანიძე და გიორგი წილოსანი საქართველოს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“, მონაწილეობდნენ. ის ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ პრინციპით გაიმართა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მადლობას ვუხდით პროექტის ავტორს და ორგანიზატორებს. ასევე, მშობლებს, რადგან ხელი შეუწყვეს საკუთარ შვილებს და მგზავრობის ხარჯები გაიღეს. მადლობას ვუხდით სოფლის გამგებელს - ვალიკო აბაშიძეს, რომელმაც ნაწილობრივ დააფინანსა მოსწავლეები გზის ხარჯები. ის, ასევე, ესწრებოდა მოსწავლეების მოსამზადებელ შეხვედრებს და ბოლოს მადლობა ვაჟა ზოიძეს, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან