სიახლეები
სკოლები

არხილოსკალოს საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ანასტასია ხუციშვილი კომპიუტერული ტექნოლოგიების საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობდა
17-06-2024
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლისთვის სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი და აქტიური გახლდათ, არაერთმა მოსწავლემ გამოიჩინა თავი სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში,  VII კლასის მოსწავლე ანასტასია ხუციშვილი კი ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა და კომპიუტერული ტექნოლოგიების საერთაშორისო ღონისძიებაში ჩაერთო. 

„კვანტური კომპიუტერი“ -  კვანტის საერთაშორისო დღე არის საერთაშორისო საჯარო ღონისძიება, მრავალ ქვეყანაში და მისი მიზანია კვანტური მექანიკის მიმართ ინტერესის გაღვივება.

წელს კი, ანასტასია ხუციშვილი  კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელთან ერთად, ონლაინ ჩაერთო საერთაშორისო ღონისძიებაში. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანასტასიამ ღონისძიებაზე წარადგინა პრეზენტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე მან პირველმა  წარადგინა პრეზენტაცია, იყო ყველაზე პატარა პრეზენტატორი და თავისი გამბედაობით კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი, ცოდნა, მასწავლებელი და სკოლა. 

მასწავლებელი და მოსწავლე ესწრებოდნენ რამდენიმე დღე აღნიშნულ კონფერენციას. გაეცნენ უამრავ საინტერესო ინფორმაციას კვანტური კომპიუტერის შესახებ. იმოგზაურეს ვირტუალურ ლაბორატორიაში. მოისმინეს კოლეგების და თანატოლების პრეზენტაციები.

როგორც სკოლაში აფასებენ, ღონისძიება ნამდვილად საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ყველა მსმენელისათვის.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებს: სკოლას, მასწავლებელს და მოსწავლეს სერტიფიკატები გადაეცათ, ამ ღონისძიების ორგანიზატორის დათო მალანიას მიერ. 

სკოლა, მასწავლებელი და მოსწავლე მადლობას უხდიან ღონისძიების ორგანიზატორს ამ შესაძლებლობისთვის, ვინაიდან მოსწავლემ და პედაგოგმა დიდი გამოცდილება შეიძინეს აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობით.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის და  წარმატებას უსურვებს მასწავლებელს და მოსწავლეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: 




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისითა და ინტერესით ეუფლებიან


სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნული და პროფესიული სამხედრო სამსაურის შესახებ

პედაგოგები მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდნენ
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება