სიახლეები
სკოლები

„ედელვაისობა“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ტრადიციადქცეული შთამბეჭდავი ღონისძიებით დაგვირგვინდა
17-06-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლაში სიცოცხლე ჩქეფს და ცხოვრება დუღს - 2023-2024 სასწალო წელი კი დატვირთული იყო უამრავი აქტივობითა და ღონისძიებით. სკოლაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას.

სკოლას აქვს ტრადიციული დღესასწაულები. მათგან ერთ-ერთია „ედელვაისობა“, რომელიც 10 წლის წინ სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ დაარსა და ყოველ წელს მასშტაბურად აღინიშნება.

„რატომ ედელვაისი? იმიტომ რომ ყვავილი ედელვაისი არის ბედნიერების, სიყვარულის, სიცოცხლის, სიმამაცის, მდგრადობის, გამარჯვების სიმბოლო. იგი თეთრი ფერისაა და სისპეტაკესთან ასოცირდება. ყვავილი ედელვაისი მთის მწვერვალზე ხარობს და მხოლოდ მთასვლელთ შეუძლია მისი მოპოვება“, - გვიყვებიან სკოლაში.

ვინაიდან, მოსწავლეები ყოველი წლის ბოლოს, ერთი წლის მასალას ამთავრებენ და კლასიდან კლასში გადადიან, გარკვეულ სიმაღლეს ეუფლებიან, რითაც მოიპოვებენ წარმატებასა და ბედნიერებას.

ასევე ყვავილი ედელვაისი ფორმით ძალიან ჰგავს ვარსკვლავს და ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე - ვარსკვლავია. ჩვენი ბავშვები ცოდნის შეძენის გზაზე სწავლის მწვერვალებს იპყრობენ, გამძლეობითა და სიმამაცით ვარსკვლავებს წვდებიან, ბოლოს კი აქ მიღებული და შეძენილი ცოდნით თვით ვარსკვლავებს ემსგავსებიან და სრულყოფილი პიროვნებები ხდებიან.

სრულყოფილი პიროვნება ქმნის არამარტო ოჯახის, სკოლისა და ქალაქის, არამედ სამშობლოს ბედს “,  - აღნიშნავენ სკოლაში.

განსაკუთრებული კი წლევანდელი საიუბილეო ღონისძიება იყო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მათ, მეათედ მოსწყვიტეს წარმატებით ედელვაისი და  ღონისძიებაზე წარადგინეს მთელი წლის შედეგი.

როგორც აღნიშნავენ, თვალხატულა გოგო-ბიჭებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს.  

„მოსწავლის ცოდნის შეძენის გზაზე მასწავლებელს დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ, ღონისძიებაზე მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევაც, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით პედაგოგებმა ცეკვა შეასრულეს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ღონისძიების ბოლოს, სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ დაასაჩუქრა წარმატებული მასწავლებლები, მოსწავლეები და წარმატებული კლასები.

„ედელვაისობას“ სტუმრობდა ქალაქის მერი, გენადი ბალანჩივაძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, საკრებულოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი არჩილ ღიბრაძე, მერის მრჩეველი ნიკა აფხაძე, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი მზია კიკალიშვილი, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.

„ეს დღე მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში ლამაზ მოგონებად და სადღესასწაულო დღედ“, - ასე აფასებენ სკოლაში ღონისძიებას.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

1-წლიანი და 2-წლიანი მაგისტრატურა - დამტკიცდა დარგობრივი მახასიათებელი კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისთვის

„ხელოვნურმა ინტელექტმა არასოდეს უნდა ჩაანაცვლოს ადამიანური ელემენტები“ - 24 იანვარი განათლების საერთაშორისო დღეა

სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

რა ვალდებულებები აქვთ პედაგოგებს - იხილეთ ის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რომელიც პროფესიული განათლების მასწავლებლება უნდა დაიცვან

პროგრამა, რომელიც 2026 წლის ბოლოს შესაძლოა შეჩერდეს - მთავრობის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები სკოლის გულშემატკივრებს მოსწავლეთა გახარებისთვის მადლობას უხდიან

„ფასდაუდებელია, ის წვლილი, რომელიც მას შეაქვს თანამემამულეთა ეროვნული იდენტობის გაძლიერების საქმეში“


აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ამაღლებს 


საინტერესო

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

სიახლეები
საზოგადოება