მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და ინიციატივებით იყო გაჯერებული.
აღსანიშნავია, XI კლასის მოსწავლეთა პროექტი თემაზე - „ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა/კვლევა და პოპულარიზაცია“.
პროექტი საგნის - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფარგლებში, მასწავლებლის, მარეხი რაზმიაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტი მიზნად ისახავდა: მოსწავლეს შეძლებოდა მშობლიური სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევა, გაეცნობიერებინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მნიშვნელობა, სხვადასხვა წყაროს გამოყენებით მოეხერხებინა ინფორმაციის მოძიება/მოპოვება, რათა საკუთარი წვლილი შეეტანა მშობლიური რეგიონის ცნობადობის ამაღლების საქმეში.
მოსწავლეებმა შეარჩიეს კონკრეტული ძეგლი. მოინახულეს, აღწერეს, გააკეთეს ჩანახატები, გადაიღეს ფოტო და ვიდეომასალა. მოიძიეს ინფორმაცია ტაძრის შესახებ. ასევე, ესტუმრნენ მშობლიურ გარემოში მცხოვრებ ხელოვანის სახელოსნოს, ტარიელ ჩუტკერაშვილს, რომლის ხელოვნების ნიმუშები, ხატები და ხეში ნაკვეთი ჯვარი ამშვენებს მოხისის წმინდა გიორგის ეკლესიას.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მიღებულ ცოდნა და ვიზუალური მასალა გამოიყენეს კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის, ასევე, პოპულარიზაციის საქმეში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“