მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, როგორც მოსწავლეთა საგნობრივ განათლებას, ასევე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.
სკოლის მერვეკლასელთა გუნდი -„GRIF FITH“ ინტელექტუალური თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ ღირსეულ მესამე ადგილს იკავებს საქართველოს მასშტაბით.
სკოლაში ფინალისტების საამაყო ხუთეულის მიღწევა ახარებთ და აღნიშნავენ, რომ 15 შეკითხვიდან მათ 14 სწორი პასუხი გასცეს.
გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
1: ბარბარე მესხია - გუნდის კაპიტანი;
2. ნინი მესხია;
3. ნინო მებონია;
4. ბაკურ ძაძამია;
5. შოთა კონჯარია.
ხელმძღვანელი: ნინო კვიციანი, დამრიგებელი: მარინე ფიფია.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„გვჯერა, თქვენ უამრავჯერ დაწერთ ლამაზ ისტორიას, რითაც ისევ ვიამაყებთ სკოლა, ოჯახი, სოფელი, რაიონი, საზოგადოება და სრულიად საქართველო“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო