მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს.
„ჩვენ მომავლის ბავშვები ვართ“ - ამ დევიზით გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-4ა კლასის გამოსაშვები საღამო (კლასის ხელმძღვანელი მანანა ძნელაძე).
მე-4ა კლასის მოსწავლეებმა გამართეს მრავალფეროვანი მხატვრული წარმოდგენა, რომელიც დიდი სიყვარულით მიუძღვნეს პირველ მასწავლებელს, „დედაენას“, სამშობლოს სიყვარულს, ეროვნულ გმირებს.
კლასის დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ის ოთხი წელი, რომელმაც ბავშვები და მასწავლებელი ერთმანეთს სამუდამოდ დააკავშირა დაუვიწყარია, უჭირს მოწაფეებთან განშორება, რადგან მათ დიდი გზა გაიარეს მთავარი მიზნის - ხარისხიანი და სიღრმისეული განათლების მისაღწევად.
მოსწავლეები მუდამ იამაყებენ პირველი მასწავლებლით, რომელიც არასდროს ავიწყდებათ. პირველი მასწავლებლისა და მოსწავლეთა სიყვარული კი უსაზღვროა.
„თქვენ ჩემი მოსწავლეები გერქმევათ, მე კი თქვენს მასწავლებლად დავრჩები“, - ამ სიტყვებით მიმართა კლასის დამრიგებელმა მანანა ძნელაძემ მოწაფეებს, თვალები ცრემლით აევსო, მოსწავლეებს გზა დაულცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. მას სჯერა, რომ მისი მოწაფეები მომავალში მრავალ წარმატებას მიაღწევენ და ის კი მუდამ მათი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იქნება.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს: მუსიკის მასწავლებელმა თინა ღლონტმა, ქორეოგრაფმა ზურა წულაძემ და საინფორმაციო მენეჯერმა თამილა ვაჩეიშვილმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო