მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წამყვანობისა და მენტორობის მსურველებისთვის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა წელს არ ჩატარდება, აღნიშნული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებიდან გახდა ცნობილი, რომელიც 17 ივნისს გამოქვეყნდა.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ 2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერებულულია სქემის მე-8 და მე-9 მუხლი, რომელიც წამყვანობისა და მენტორობის მსურველებისთვის გამოცდის ჩატარებას გულისხმობდა.
„სრული დატვირთვა 15 საათი იქნება, სტატუსების მიხედვით პედაგოგები განსხვავებულ ანაზღაურებას მიიღებენ“
შეგახსენებთ, რომ პედაგოგები აღნიშნული გამოცდის ჩაბარებას 2023 წლიდან ელიან. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა 2023 წელს გამოცდის გაუქმების შემდგომ განაცხადა, რომ წამყვანობისა და მენტორობის გამოცდა 2024 წლის დასაწყისში გადავადდებოდა, და სქემასთან დაკავშირებული ცვლილებები პედაგოგებს კარიერულ წინსვლაში ხელს არ შეუშლიდა, თუმცა გამოცდა არც წლის დასაწყისში ჩატარებულა და არც ახლა, საგამოცდო პერიოდში ჩატარდება.
„სქემა ჩერდება - სტატუსები რჩება“ - განათლების მინისტრი დეტალებზე
განათლების მინისტრმა, გუშინ, 17 ივნისს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეჩერების შესახებაც განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალ დოკუმენტს პედაგოგები 2025 წლის ბოლოს დაამტკიცებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე