მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებით იყო გაჯერებული, დასასრულიც საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, განსაკუთრებით IVა კლასის მოსწავლეებისთვის.
მე-4 კლასში მრავალფეროვანი საღამო - „ოთხი წელიც გასულა“, ჩატარდა.
მთელი ღონისძიების განმავლობაში მოსწავლეები მათ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრობდნენ, იხსენებდნენ 4 წლის განმავლობაში დაგროვილ დაუვიწყარ მოგონებებს.
პატარებმა მასწავლებლებს მიუძღვნეს ლექსები და შეამკეს ძალიან თბილი სიტყვებით. სკოლაში წარადგინეს პატარა ეპიზოდები ფილმიდან - „მე ბებია ილიკო და ილარიონი“.
მოსწავლეებმა მასწავლებლებს სახალისო ნომინაციებზე წარადგინეს, შეასრულეს ცეკვა და სიმღერები მადლობა გადაუხადეს შრომისთვის, მოთმინებისთვის, ძალისხმევისთვის, მხარდაჭერისთვის და ყველას უსურვეს ჯანმრთელობა და მრავალი წარმატებული თაობის აღზრდა.
ბავშვებმა ასევე მადლობა გადაუხადეს მშობლებს მზრუნველობისთვის და უანგარო სიყვარულისთვის.
მოსწავლეები ამბობენ რომ ეს ღონისძიება მათთვის დასამახსოვრებელია და უკვე იქცა საუკეთესო მოგონებად.
„დაგვაიმედეს რომ ჩვენ ბევრჯერ გვასახელებენ და მე, როგორც დამრიგებელს მჯერა მათი“, - აღნიშნა კლასის დამრიგებელმა რუსუდან დიასამიძემ და მოსწავლეებს მხიარული არდადეგები უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი