მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რამდენიმე დღის წინ თბილისში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე - 12 კლასის მოსწავლეს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქვეითთათვის განკუთვნილ „ზებრა“ გადასასვლელზე გადადიოდა.
სამწუხაროდ, ასეთი არაერთი შემთხვევა ფიქსირდება და ეს თემა აქტუალობას არ კარგავს.
აქედან გამომდინარე, Etaloni.ge საკითხით დაინტერესდა და აქტუალური კითხვებით safedrive.ge-ს წამომადგენელს, ლიკა მერაბიშვილს მიმართა:
- რა განსაკუთრებული დაცვის ნორმები უნდა არსებობდეს სკოლებთან ახლოს და რამდენადაა ეს სტანდარტები საქართველოში დაცული?
- სკოლებთან აუცილებელია „ზებრა“ ან მიწისქვეშა გადასასვლელის არსებობა, ასევე, გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნის დადგმა - „ფრთხილად ბავშვები მოძრაობენ“ და ავტომანქანების შემცირებული სიჩქარით გადაადგილება.
ყველა სკოლასთან ეს სტანდარტები არ არის დაცული, არც თბილისში და მით უმეტეს, რეგიონში. საუკეთესო გამოსავალია, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თავად სკოლამ მიმართოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ან ჩვენ დაგვიკავშირდნენ და გავუწევთ შუამდგომლობას.
- რა ძირითადი საგზაო ნიშნები უნდა იცოდეს ბავშვმა უსაფრთხო გადაადგილებისთვის?
- შეხვედრებისას ბავშვებს პირველ რიგში ძირითად საგზაო ნიშნებს, შუქნიშანსა და „ზებრა“ გადასასვლელს ვუხსნით, ტრანსპორტში მოქცევის წესებს ვასწავლით, საიდან ავიდნენ და ჩამოვიდნენ.
ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ გზაზე გადასვლისას არ უნდა ეკეთოს ყურსასმენი, არ უნდა თამაშობდეს ტელეფონზე.
მოზარდებს უყვართ ველოსიპედით სიარული, მაგრამ ქალაქში სატარებლად (18 წლამდე) არ უნდა გამოვიდნენ, მით უმეტეს ჩაფხუტის გარეშე.
კიდევ მრავალი სხვა დეტალია გასათვალისწინებელი, რომელსაც თბილისისა თუ რეგიონების სკოლებთან შეხვედრისას ვაცნობთ ახალგაზრდებს.
- საინტერესოა, გზაჯვარედინზე გადასვლისას, როდესაც ერთი მიმართულებით მოძრავ ავტომობილს წითელი უნთია და მეორე ხაზს მოხვევის უფლება აქვს „ზებრაზე“, ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ, ვატარებთ ჯერ ავტომობილს და მერე გადავდივართ, თუ ჩვენი გზაა?
- გზაზე, სადაც შუქნიშანი არ დგას და „ზებრა“ გადასასვლელია დახაზული, გადასვლა ყოველთვის ფეხითმოსიარულეს ეკუთვნის. შუქნიშნის არსებობის შემთხვევაში კი, როდესაც ის ადამიანებისთვის აჩვენებს მწვანეს, გზა ქვეითისაა.
დიახ, სამწუხაროდ, გზაჯვარედინებზე მოძრაობა და „ზებრაზე“ გადასვლის ხანგრძლივობა ხშირად გაუმართავადაა აწყობილი.
- თქვენი დაკვირვებით, ხშირი საგზაო შემთხვევებისას რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა და როგორია მათი გადაჭრის გზები?
- პრობლემა ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა, მეორე მხრივ კი, საზოგადოების მხრიდან წესების უგულვებელყოფაა.
საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან და გადაადგილებისას მათი პასუხისმგებლობის გააზრების კუთხით. ეს ეხება, როგორც საჭესთან მჯდომს, ისე ფეხით მოსიარულესაც.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგზაო უსაფრთხოების ეფექტიანობაზე 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
2017 წლის მონაცემებით, 6 079 საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, აქედან 8 461 ადამიანი დაშავდა და 517 დაიღუპა. მათ შორის, 25 წლამდე 72 ახალგაზრდა დაიღუპა და 2 578 დაშავდა.
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების მზარდი ტენდენცია 2011 წლიდან შეინიშნება და მასთან საბრძოლველად არაერთი პროექტი ხორციელდება.
უკვე წლებია, ეროვნული სასწავლო პროგრამის მიხედვით, სკოლებში მე - 11 კლასელები „საგზაო ნიშნებსა და მოძრაობის უსაფრთხოებას“ სწავლობენ.
Etaloni.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ მოსწავლეები აღნიშნულ საგანსა და მის ეფექტურობას:
თბილისის N177 საჯარო სკოლის მოსწავლე შორენა დონაძე ამბობს, რომ საგანმა ბევრი ახალი რამ ასწავლა საგზაო უსაფრთხოების კუთხით:
„ჩვენს სკოლამდე მისასვლელად გზაჯვარედინი უნდა გაიარო, მასზე 4 ზებრა გადასასვლელია, რომელიც ისე რთულადაა დაპროექტებული, რომ კარგად უნდა იცოდე წესები გზის უსაფრთხოდ გადასაკვეთად.
ძალიან საჭირო და საინტერესო იყო საგაკვეთილო პროცესი, შემეცნებითი და მრავლისმომცემი. პირადად მე, სკოლაში ნასწავლი მოძრაობის წესებით ავიღე მართვის მოწმობა, ავტოსკოლაში სიარული არ დამჭირვებია“.
ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ნემსიწვერიძე საგნის, „საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების“ გავლით მოხარულია:
„საგანმა, მართლაც, სრულყოფილად მასწავლა საგზაო ნიშნები და ჩემი, როგორც ქვეითისა და როგორც საჭესთან მჯდომის, უფლება - მოვალეობები. ჩემი აზრით, საგზაო შემთხვევების შესამცირებლად, თითოეული მოქალაქე უნდა იაზრებდეს და იცავდეს ამ წესებს.“
ზესტაფონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ბედიაშვილი დადებითად აფასებს აღნიშნულ კურსს:
„საგანმა „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოებამ“ თეორიულ ცოდნასათან ერთად მათი პრაქტიკაში გამოყენების საშუალება მომცა. ადრე ვერ ვცნობდი ბევრ საგზაო ნიშანს, შესაბამისად, არ ვიცოდი ჩემი უფლება - მოვალეობები გადაადგილებისას“.
მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი აბრამიშვილი თვლის, რომ აღნიშნულ საგანზე მიღებული ცოდნა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გამოადგება:
„საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების“ გავლამ ჩემთვის აქმადე უცნობი გზაზე მოძრაობის წესები გამაცნო და ამათვისებინა. ვფიქრობ, ვიქნები კანონდამცველი მძღოლიც და მოწესრიგებული ფეხითმოსიარულეც.“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა განასახიერებს ქართული ზღაპრისა და მულტფილმის გმირები
დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...