მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა მრავალფეროვანი ღონისძიებით შეაჯამეს სკოლოში გატარებული 4 დაუვიწყარი წელი.
მოსწავლეებისთვის ეს დღე ემოციებით დატვირთული იყო, მათ სკოლაში, დამრიგებელ მარიკა კეჩხუაშვილთან ერთად არაერთი შთამბეჭდავი მოგონება შექმნეს და დიდი ცოდნასთან ერთად, შეიძინეს საუკეთესო მეგობრები.
მეოთხე კლასის დასასრულს მანტიებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა საზეიმოდ აიქნიეს ქუდი და ემოციებით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს.
ეს დღე განსაკუთრებით ემოციური იყო კლასის ხელმძღვანელის მარიკა კეჩხუაშვილისთვის, რომელიც პატარებს 4 წლის მანძილზე ცოდნის სამყაროში მეგზურობას დიდი სიყვარულით უწევდა.
„ოთხი საინტერესო, ნაყოფიერი, უამრავი აქტივობით და ღონისძიებით დატვირთული წელი გამოვიარეთ. მინდა ავღნიშნო, ამ ოთხი წლის განმავლობაში საგრძნობლად გავიზარდეთ, ვისწავლეთ გარდა წერა კითხვისა, ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები: მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ეს ოთხი წელი კი შევაჯამეთ ღონისძიებით. ლექსებითა და სიმღერებით მოვეფერეთ აღმზრდელ მასწავლებლებს, მშობლებს. ჩვენი სამომავლო მიზნებითა და სურვილებით აღბეჭდილი მანტიის ქუდები გავუშვით ზეცაში. გისურვებთ თქვენი ჩაფიქრებული სურვილებისა და მიზნების ასრულებას“,- აღნიშნა პედაგოგმა და მოსწავლეებს მხიარული არდადეგები უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო