მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად ერთვებოდნენ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენდნენ.
მათ შორის, მოსწავლეები ეკონომიკის ოლიმპიადის სკოლის რაუნდში მონაწილეობდნენ, მასში ჩაერთო 6 მოსწავლე - მირიან ფაიქიძე, გიგი ფხაკაძე, ანა მარდალეიშვილი, თეკლა ცხადაძე, გიორგი ქათამაძე და ერეკლე კალატოზი.
ყველა მათგანმა წარმატებით გადალახა სასკოლო რაუნდისთვის განკუთვნილი ბარიერი და მონაწილეობდნენ ოლიმპიადის ეროვნულ რაუნდში.
16 ივნისს, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარებული ტესტირების შედეგების მიხედვით შედგენილ იქნა რეიტინგული 30-კაციანი სია, ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის 2 მოსწავლე მირიან ფაიქიძე და გიგი ფხაკაძე მოხვდნენ, ხოლო საბოლოო შედეგების მიხედვით მირიან ფაიქიძე დასახელდა იმ 10 მოსწავლეს შორის, რომლებიც წავლენ საზაფხულო საერთაშორისო ბანაკში.
აღნიშნულ ბანაკში მოხდება მოსწავლეების მომზადება ეკონომიკის საერთაშორისო რაუნდისთვის, რისთვისაც შეარჩევენ წარმატებულ ხუთეულს საბერძნეთში ფინალურ რაუნდზე გასამგზავრებლად.
„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს, ხოლო მირიანს ვუსურვებთ ხუთეულში მოხვედრას და საბერძნეთის ფინალურ რაუნდზე წარმატებულ ასპარეზობას. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადით ქალბატონ ირინა კოპალიანს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნბავენ სკოლაში და მოსწავლეებს წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო