სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე - ლიზი ცირეკიძე საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
18-06-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები მთელი სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად ერთვებოდნენ საგანმანათლებლო ინიციატივებში და თავიანთ უნარებს ფართო საზოგადოებას აცნობდნენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, ​XI კლასის მოსწავლე ლიზი ცირეკიძის წარმატება.

ლიზი მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ გამართულ კონკურში - „ვწერ თავისუფალ თემას“. 

კონკურსი, რომელიც განკუთვნილია X-XII კლასის მოსწავლეთათვის, საქართველოს მასშტაბით ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენასა და მათი პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება.

ლიზის ნამუშევარი მოხვდა 22 საუკეთესოთა შორის და წარმატებული მონაწილეობისათვის გადაეცა სერტიფიკატი როგორც მას, ასევე სკოლას.

აგრეთვე მისი ნაშრომი დაიბეჭდება 2024 წლის კონკურსში გამარჯვებულ და გამორჩეულ ავტორთა თხზულებებთა კრებულში.

მოსწავლის წარმატებით განსაკუთრებით ამაყია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და XI კლასის დამრიგებელი - ფიქრია მაჩიტიძე. 

„ვულოცავთ ლიზის ამ წარმატებას და მომავალშიც დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ“, - ამ სიტყვებით ულოცავენ ლიზის მიღწეულ შედეგს და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება