მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის საზოგადოება ემზადება რიგით მეორე - 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსისათვის.
სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის კამპანიის მხარდამჭერი არაერთი აქტივობა გაიმართა. მასწავლებლის როლის წარმოჩენის და დაფასების მიზნით, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით 10 ივნისს ჩატარდა ღონისძიება თემაზე: წერილი მასწავლებელს და სახალისო გაკვეთილები.
ღონისძიებაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები, განსაკუთრებით მე-3 და მე-4 კლასები, მასწავლებლების: მადლენა ცუცქირიძის და ინგა ჩადუნელი ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა პედაგოგებს ემოციური წერილები მიუძღვნეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროცესი საყოველთაო ზეიმად იქცა სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება აქტიურად არის ჩართული მასწავლებელთა საქმიანობის დაფასების და პოპულარიზაციის საქმეში.
2023 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო