მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში მთელი წლის მანძილზე მრავალფეროვანი, საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი გაკვეთილები იმართებოდა, ასეთივე ეფექტური გახლდათ შემაჯამებელი ღონისძიება საგანში - „ჩვენი საქართველო“.
ღონისძიება - „წარმოაჩინე საქართველოს მხარეები“, პედაგოგის ფიქრია მუსერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მე-5 კლასის მოსწავლეები: თეკლა
კობახიძე და ალექსანდრე გურაბანიძე. მათ შემოქმედებითად წარმოაჩინეს მიმდინარე
სასწავლო წელს შესწავლილი საქართველოს მხარეები: ქართლი, იმერეთი, სამეგრელო,
სვანეთი და აჭარა.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს LEGOS ფიგურებით მოამზადებული ქართლისა და სამეგრელოს საცხოვრისის მაკეტები, იმერეთის კულტურის ძეგლები და შროშის თიხის ნაწარმი. სვანეთის შესახებ პოსტერი, სვანური კოშკის მაკეტი, აჭარული ცეკვა, პრეზენტაცია აჭარული თოფი მაჭახელას შესახებ, მეგრული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძები.
მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს, თუ რა გავლენას ახდენს საქართველოს ცალკეული მხარეების ცხოვრებასა და ტრადიციბის ჩამოყალიბებაზე, გეოგრაფიული გარემო და კლიმატური პირობები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლებიც.
მე-7 კლასის მოსწავლემ გაბრიელ კობახიძემ გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ, კერძოდ ყურადღება გაამახვილა
დუხობორების შესახებ. ასევე წარადგინა მის მიერ მომზადებული დუხობორების
საცხოვრებელი სახლის მაკეტი. მოსწავლეებსა და მშობლებს გადაეცათ სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი