მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი განძის N2 საჯარო სკოლა სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ პროექტში წარმატებით ერთვებოდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლამ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება“ ფარგლებში, ელექტროტექნიკა, ბანერი, პლაკატი და სხვა სასწავლო ნივთები მიიღო.
აღნიშნული მცირე საგრანტო კონკურსი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა.
პროექტის მიზანი იყო:
საზოგადოების ინფორმირება და სასკოლო დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა;
თემში პირველადი დახმარების ცოდნის ამაღლება და საგანგებო სიტუაციების დროს, პირველადი დახმარების სწორად აღმოჩენა.
დაჯილდოების ცერემონიალს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მაკა სუდაძე და მცირე გრანტების კოორდინატორი ფატი ალავიძე ესწრებოდნენ. მათ საჩუქრები გადასცეს გამარჯვებულ სკოლას.
პროექტის ხელმძღვანელი და მენეჯერი იყო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნეკტარ გარიბიანი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი