მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
მათ შორის იყო V ბ კლასში საგნის „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში, განხორციელებული ღონისძიება.
„საგნის - „ჩვენი საქართველოს“ პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ ჩვენი ლამაზი კუთხის აჭარის შესახებ მოსწავლეებმა მოამზადეს ღონისძიება „აჭარა და მისი ისტორია“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლეებმა მსმენელს უამბეს აჭარის წარსული, მისი მძიმე ისტორია, წაიკითხეს ლექსები ზურაბ გორგილაძის და სხვა პოეტების, უმღერეს აჭარას, შეასრულეს აჭარული „განდაგანა“.
სკოლის ისტორიის პედაგოგმა - ნაირა ყურშუბაძემ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ასეთი აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ჩვენს ბავშვებს, მადლობა დამსწრე საზოგადოებას რომლებმაც შეაფასეს და მადლობა გადაუხადეს ამ ლამაზი ღონისძიებისთვის. მადლობა ქორეოგრაფ თაკო კონცელიძეს კლასის ხელმძღვანელ ალექსანდრა ჯიჯავაძეს დახმარებისათვის და ღონისძიების გალამაზებისათვის“, - აღნიშნავს ისტორიის მასწავლებელი ნაირა ყურშუბაძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი