მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მოსწავლეებისთვის ხარისხიანი ცოდნის მისაცემად პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო სტრატეგებსა და მეთოდებს. მათ შორის აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა.
ერკეთის საჯარო სკოლამ განახორციელა პროექტი - „რაჭა - საქართველოს სიამაყე“, რომელიც მიზნად ისახავდა ამ კუთხის ღირსშესანიშნაობების გაცნობას, ეკონომიკის, კულტურის და ყოფა-ცხოვრების შესწავლას. (ხელმძღვანელები ალექსანდრე ცინცაძე და ხატია ბარამიძე).
პროექტის ბოლო ეტაპი ითვალისწინებდა ვიზიტს რაჭის რეგიონში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ცხრაჯვარის წმინდა გიორგის ეკლესია თავისი უმშვენიერესი ხედებით, ბარაკონის ტაძარი და ხელოვნების მიუწვდომელი ქმნილება - ნიკორწმინდა. ტაძრის ეზოში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალურ - ლიტერატურული კომპოზიცია - „აქ რომ თაღებია სიზმრის გეგონება“, რაჭას ძალიან მოუხდა მოსწავლეების მიერ საგანგებოდ შესწავლილი ცეკვა „რაჭული“.
პროექტის მონაწილეები მადლობას უხდიან თანადგომისათვის სკოლის დირექციას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი