ცნობილია, სად ჩააბარებენ მასწავლებლობის გამოცდებს აპლიკანტები - მისასვლელი მარშრუტები დამატებითი ტრანსპორტი და სხვა დეტალები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2024 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალის შესახებ.
რუკის სანახავად დააჭირეთ ბმულს (მისამართს).
2024 წლის გამოცდებისათვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით.
იხილეთ ჩამონათვალი:
მეტრო „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;
მეტრო „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე;
მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე; მეტრო „დიდუბის“ (წერეთლის გამზირის მხარეს) ამოსასვლელიდან №147 საჯარო სკოლამდე.
საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.