მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე ბარბარე ციმინტიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა - 112-მა „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა.
ბარბარესთან ერთად „112-ის გმირად“ 4 მოზარდი დასახელდა. მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს და ოპერატორთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლეს.
ბარბარემ დედის შეუძლოდ გახდომის შემდეგ, გამოიჩინა გამბედაობა, არ დაიბნა, დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება.
პროექტი „112-ის გმირი" 2016 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველ წელს ჯილდოვდებიან ის მოზარდები, რომლებმაც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და კარგად იციან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი