მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით იყო გაჯერებული.
ამას მოწმობს დაუვიწყარი ღონისძიება - „ფერების დღესასწაული“, რომელიც სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს, 14 ივნისს გაიმართა.
მოსწავლეებმა, დღესასწაული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის მელანია დარახველიძის ხელმძღვანელობით გამართეს.
ახალგაზრდებმა პლენარზე (ღია ცის ქვეშ) შეასრულეს გარესამყაროს ფერებში ასახული ნახატები, კლასში კი გაანალიზეს. ისაუბრეს თუ როგორ გამოხატავენ ემოციებს ფერებით; რა განწყობას ქმნის ფერი; რა ფერებია ჩვენს გარშემო; წარადგინეს წელიწადის ოთხი დრო, შვიდფერი ცისარტყელა და სხვადასხვა ცხოველი თუ ფრინველი ძირითადი და გარესამყაროში არსებული გარდამავალი ფერებით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა ნამუშევრების მრავალფეროვნებამ, თემატიკამ და საინტერესოდ გაკეთებულმა პრეზენტაციამ სასიამოვნო განწყობა შექმნა სკოლაში.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მხიარული „სიცილაკები“ დაახატეს ერთმანეთს სახეზე. დადებითი ემოციებით დატვირთულებმა ბედნიერი არდადეგები და წარმატებები უსურვეს ერთმანეთს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვინ ვერ იმუშავებს საბავშვო ბაღში - აკრძალვა, რომელიც ყველა სკოლამდელ დაწესებულებაზე ვრცელდება
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
️გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს წარმატებას და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო