სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა სახალისო და საინტერესო შემაჯამებელი გაკვეთილები
20-06-2024
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული, საინტერესო და სახალისო გაკვეთილებით დაასრულეს. 

შემაჯამებელი გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მასწავლებელი ნინო უგულავა), მათემატიკაში (მასწავლებელი მანანა ღოღობერიძე) და ინგლისურ ენაში ( მასწავლებელი შორენა დარსაველიძე) ჩატარდა, როგორც საკლასო გარემოში, ასევე გარე სივრცეში.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებმა გაიხსენეს წლის მანძილზე დამუშავებული ტექსტები, თითოეულმა დაასახელა მისთვის ყველაზე საინტერესო გაკვეთილი. აღნიშნეს, თუ რატომ აირჩიეს და რა მოეწონათ მასში განსაკუთრებულად.

შემდეგ, პატარებმა დაამზადეს შესაბამისი დიორამები და შემაჯამებელ გაკვეთილზე წარადგინეს ნამუშევრები. ამის შემდეგ, მათ ელოდათ სასიამოვნო სიურპრიზი. ლექსი - „თუშის ბიჭების“, შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა თუშის ბიჭებს წერილი მისწერეს და
პასუხს მოუთმენლად ელოდნენ. მოლოდინი გამართლდა და ფოსტალიონმა სასურველი წერილი მოიტანა, რომელსაც ყურადღებით გაეცნენ.

დასასრულს კი, სახალისო, საინტერესო გამოცანებით გონებაც გაივარჯიშეს და პირიც ჩაიტკბარუნეს.

სხვადასხვა აქტივობებით, მუსიკისა და ცეკვის თანხლებით გაიხსენეს სასწავლო წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ინგლისური ენის გაკვეთილზე. ბოლოს, მასწავლებელმა შორენა დარსაველიძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა ბავშვები, რომელიც English book Education-ის მიერ ორგანიზებულ სააღდგომო გათამაშებაში მონაწილეობისთვის გადაეცათ.

მათემატიკის გაკვეთილზე პატარებს რობი და ბოტი „სტუმრობდნენ“, რომლებიც ბავშვებს  მთელი წლის ნაშრომ- ნაღვაწის შეჯამებაში დაეხმარნენ. ბოლოს, მათი დაწყებული პარტია მოსწავლეებმა დაასრულეს ჭადრაკის დაფაზე. გაკვეთილი გაგრძელდა გარე სივრცეში, სადაც განძის მაძიებელთა როლი მოირგეს. დავალებებს აქაც წარმატებით გაართვეს თავი.

შეჯამებისას მასწავლებელმა - მანანა ღოღობერიძემ, დამსახურებულად გადასცა სამახსოვრო დიპლომები მოსწავლეებს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბევრი საინტერესო და სახალისო აქტივობები განხორციელდა კლასში, რამაც წარმატება მოუტანა ბავშვებს სხვადასხვა კონკურსში.

„მადლობა გაწეული შრომისთვის მანანა, ნინო და შორენა მასწავლებლებს. ვუსურვებთ მათ ბევრ წარმატებას ჩვენს პატარებთან ერთად!“, - აღნიშნეს სკოლაში და მოსწავლეებს ბედნიერი არდადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტო: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ნაწილ-ნაწილ შეუძლია - იურისტის განმარტება

4 ადგილი სკოლაში, სადაც აკრძალულია ვიდეომონიტორინგი - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება