მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიებსა, მათ შორის აღსანიშნავია, ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდი, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა.
ექსკურსიებით გამორჩეული იყო სასწავლო წლის მიწურული. კოტიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგი ეკა ადამიას ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ამჯერად ვანს ესტუმრნენ. ექსკურსია მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„ორი დიდი პოეტის - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი დავათვალიერეთ. მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები, მათ საცხოვრებელ გარემოსთან კავშირში გავითავისეთ. შემდეგ ანტიკური ქალაქის ნანგრევებთან გადავინაცვლეთ, უძველესი ვანის ნაქალაქარი და ოქრომრავალი ქალაქის მუზეუმი დავათვალიერეთ. ვნახეთ საინტერესო ექსპონატები, უამრავი ოქროს ნაკეთობა, უძველესი სამარხები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ საბრძოლო დანიშნულების ნივთები. ექსკურსიიდან შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდით. მოსწავლეებმა ახლოს გაიცნეს გარემო, რომელშიც ცხოვრობდა დიდი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, დაათვალიერეს ადგილი, სადაც დაიბადა პოეტი, სადაც გაატარეს ბავშვობა. ინტერესით მოისმინეს ექსკურსიამძღოლთა ნაამბობი, მუზეუმში დაცული კოლექციის ხელმისაწვდომობამ ხელი შეუწყო მოსწავლეების მიერ ათვისებული პროგრამული მასალის განმტკიცებას. ისინი კიდევ ერთხელ მიეახლნენ გალაქტიონის და ტიციან ტაბიძის შემოქმედებას მის მშობლიურ გარემოში, რასაც სულ სხვა ხიბლი ჰქონდა. დავათვალიერეთ, მოვილოცეთ ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, აგებული 1003 წელს, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, უქიმერიონის გორაზე. ძეგლი წარმოადგენს ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობის ტაძარს, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობითაც“,- გვიყვება პედაგოგი ეკა ადამია და ექკუსრიის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი