მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესახებ დოკუმენტში განსაზღვრულია, მასწავლებელისა და სპეცმასწავლებლის სრული, ნაწილობრივი და სრულ დატვირთვაზე მეტი საგაკვეთილო საათების ოდენობები.
ნაწილობრივი დატვირთვა – გულისხმობს მასწავლებლის 36-ზე ნაკლებ-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;
სრული დატვირთვა – გულისხმობს მასწავლებლის 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში;
სრულზე მეტი დატვირთვა - გულისხმობს მასწავლებლის 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი არაუმეტეს 25 საგაკვეთილო საათი კვირაში;
სპეციალური მასწავლებლის სრული სამუშაო დატვირთვა – გულისხმობს სპეციალური მასწავლებლის 36-საათიან სამუშაო კვირას;
სპეციალური მასწავლებლის ნაწილობრივი სამუშაო დატვირთვა – გულისხმობს სპეციალური მასწავლებლის 36-საათზე ნაკლებ სამუშაო კვირას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“