სიახლეები
სიახლეები

„მენტორ-მასწავლებელს ხელფასი 190 ლარით მომემატა! მასწავლებლებს მოტივაცია დაუკარგეს, ხარისხი უგულებელყოფილია!“ - პედაგოგი ახალ სახელფასო სქემას აფასებს
21-06-2024
-
+


მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა - დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მასწავლებლებს საშუალოდ 500 ლარით უნდა მომატებოდათ ანაზღაურება და რომელსაც თვეებია სასკოლო საზოგადოება ელის, დიდი გაურკვევლობის მიზეზი გახდა.

მართალია მოიმატა თითო საგაკვეთილო საათის ღირებულებამ, მაგრამ უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის დანამატები, ფუნქციურმა დანამატებმა ჩაანაცვლა ისიც მხოლოდ წამყვან-მენტორის შემთხვევაში - 150-300 ლარის ფარგლებში.

ახალ სქემაში გათვალისწინებულია სტაჟი და განათლების აკადემიური ხარისხი, თუმცა მაინც ბუნდოვანია, ვის რამდენით გაეზარდა ანაზღაურება, მით უმეტეს, პედაგოგები სოციალურ ქსელში იმასაც აღნიშნავენ, რომ ზოგს იგივე ხელფასი შეუნარჩუნდა, ზოგს კი დააკლდა კიდეც.

სანამ ოფიციალური უწყებები ყველა კითხვას უპასუხებენ, პედაგოგი ნანა დაბრუნდაშვილი ახალ სახელფასო პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მის სტატუსს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

დავიწყებ იმით, რომ ვარ მაგისტრი-მენტორი მასწავლებელი,

35 წლიანი სამუშაო-პედაგოგიური გამოცდილებით,

მაქვს 20 საათი,

ხელფასი მომემატა 190 ლარით.

ახალი სახელფასო პოლიტიკით თითქმის 3-ჯერ მოიმატა 1 საათის ღირებულებამ, რაც კარგია, თუმცა სრულიად უგულვებელყოფილია მასწავლებელთა სტატუსები-ანუ თვითგანვითარებისა და წინსვლისთვის დახარჯული უზარმაზარი ენერგია, დრო, თანხა და ძალისხმევა.

ამ ახალი სახელფასო პოლიტიკიდან ჩანს, რომ ხელფასისთვის მთავარია ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობა, ხარისხი აღარაა მნიშვნელოვანი, თუ მაინც და მაინც მონიტორინგით შეგვაშინებენ, წელიწადში 1-2 ღია გაკვეთილს ისედაც ყველა ატარებს-არც ეგაა პრობლემა.

გავიხედოთ ოდნავ წინ, რას გამოიწვევს ეს სახელფასო პოლიტიკა

1) პირველ რიგში შიდა სასკოლო სივრცეში დაძაბულობის მატებას და კოლეგების დაპირისპირებას.

მასწავლებლები ეცდებიან აიღონ რაც შეიძლება მეტი საათი, რადგან

თუ 18 საათში იღებ 1,790 ლარს,

25 საათში აიღებ 2,350 ლარს

2) ახალი კადრი სკოლაში ვეღარ შემოვა, რადგან სკოლაში უკვე არსებული მასწავლებლები გადაინაწილებენ საათებს.

3) წინსვლაზე აღარავინ იქნება ორიენტირებული, რადგან წინსვლისთვის ბენეფიტები აღარაფერია-ვინც თავი არ შეიწუხა, ის უფრო დააფასეს, მათ უფრო მნიშვნელოვნად გაეზარდათ ხელფასები -არ თქვათ რატომაა ეს ცუდიო? ცუდი ისაა, რომ წინსვლას არ ახალისებთ.

4) ხარისხი საერთოდ უგულვებელყოფილია, რადგან ბევრი გაკვეთილი უფრო მეტ ძალას და ენერგიას მოითხოვს, ასევე რაც უნდა ბევრი იძახოთ ვისზე ნაკლებ გაკვეთილს ვატარებო, თუ წინსვლაზე არ ზრუნავ, ბევრს არ კითხულობ და სიახლეებს არ ეცნობი, იმასაც კი ვერ გაარკვევ, რომ რუსეთი მტერია - ისტორიის მასწავლებელიც რომ იყო.

5) მასწავლებლებს მოტივაცია დაუკარგეს, გადახედეთ სანაცნობოს, რამდენ აღფრთოვანებულ მასწავლებელს ხედავთ? ალბათ მხოლოდ მათ, ვისაც წინსვლაზე არასდროს უზრუნია.

6) კიდევ რამდენიმე დეტალი, რომ არ გამოგვრჩეს- მაშინ როცა 1 საათის ღირებულება თითქმის 3-ჯერ გაზარდეს, სტაჟებს შორის განსხვავება სასაცილოა,

პროფესიაში ახლად შესულსა და 35 ან მეტი წლის სტაჟის მქონეს შორის განსხვავება მხოლოდ 30 ლარია, ისიც საათებზე დამოკიდებული.

სამუშაო სტაჟის სარგო:

0- 5 წლამდე - 15 ლარი (15 და მეტ საათზე სრულად და 15 საათის ქვევით პროპორციულად);

5-10 წლამდე - 30 ლარი (15 და მეტ საათზე სრულად და 15 საათის ქვევით პროპორციულად);

10 წლის ზევით - 45 ლარი (15 და მეტ საათზე სრულად და 15 საათის ქვევით პროპორციულად);

ფაქტიურად ჩემი 35 წლიანი გამოცდილება 17 წუთიანი გაკვეთილის ფასიც კი არ ღირებულა, რადგან პროფესიაში ახალ შესულსა და დიდ სტაჟიანს შორის განსხვავება მხოლოდ 30 ლარია.

7) განათლება-კვალიფიკაციის სარგოს დაკნინება არც აქ გამორჩენიათ: ბაკალავრსა და მაგისტრს შორის განსხვავება მხოლოდ 20 ლარია, ესეც საათებზე დამოკიდებული.

ბაკალავრი - 20 ლარი (15 და მეტ საათზე სრულად და 15 საათის ქვევით პროპორციულად);

მაგისტრი - 40 ლარი.

ფაქტიურად ჩემი მაგისტრის დიპლომი 25 წუთიანი გაკვეთილის ღირებულების ტოლფასია.

8 ) წამყვანის ფუნქციური დანამატი განსაზღვრეს 150 ლარით- რაც 2 საათის ღირებულებაც კი არ არის.

მენტორის ფუნქციური დანამატი 300 ლარია -ეს კი დაახლოებით 3 საათის ღირებულების ტოლფასია.

არადა, 3 საათზე მეტს თითქმის ყოველ დღე ვხარჯავ მენტორის ფუნქციის შესასრულებლად.

ყველა სტატუსიანს ხომ დაგვცინეს, მაგრამ განსაკუთრებით მათ დასცინეს, შარშან რომ პორტფოლიოები დაუხარვეზეს, სწორედ ახლახანს რომ ატვირთეს ახალი მასალები და შიშით და გულისფანცქალით ელიან გასაუბრებებს, რა შესთავაზეს მათ?- რა ძალა გედგათ, სულ ტყუილად განერვიულეთ და გატირეთ მთელი წელიო?!

მოკლედ, კარგი წინასაარჩევნო ტრიუკი ჩაგვიტარეს, მაგრამ კარგად მაინც ვერ გათვალეს, რადგან მასწავლებელთა დიდი ნაწილი უკვე სტატუსიანია და იმედებიც ბევრს გაგვიცრუეს- აბა სადაა დაპირებული 500 ლარიანი მატება?

პროფკავშირმა რაო?

-ჩვენი წვლილიცაა ამ სახელფასო პოლიტიკაშიო?

და ბოლოს, ამ ყველაფერმა კიდევ ერთჯერ დაგვანახა, რომ სამწუხაროდ პროფესიონალიზმი არ ფასდება, სწორედ ამიტომაც გვინდა ევროპისკენ წინსვლა,

იქ, სადაც ცოდნას, გამოცდილებას და წინსვლისთვის მზადყოფნას აფასებენ როგორც ვერბალურად, ასევე მატერიალურადაც!

მერე რა, რომ ხელფასი მომემატა 190 ლარით,

ძალიან იმედგაცრუებული ვარ!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლა
 

ღონისძიება საერთო სიხარულის, ტრადიციების, სულიერების და კეთილშობილური ღირებულებების გაზიარებად იქცა

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობა ნათლად გაიაზრეს

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ღონისძიებით - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ დასრულდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება