მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი არაერთი საინტერესო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მათ შორის, მე-2 კლასელებმა ინგლისური ენის ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ინგლისური ენის მასწავლებელი მაგდალინა პეტროსიანი.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ინგლისური ენის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოება შემოქმედებითობით მოხიბლეს. აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი, დრო ნაყოფიერად გაატარეს და საგნობრივი ცოდნა განიმტკიცეს და შეაჯამეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს