სიახლეები
სკოლები

სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ექსკურსია კახეთში - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ულამაზეს მხარეს სტუმრობდნენ
24-06-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისა და მშობლების ინიციატივით, 2023-24 სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ექსკურსია მოეწყო.

მოსწავლეები  საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეს - კახეთს სტუმრობდნენ. 

სკოლაში აღინიშნა, რომ რადგან ექსკურსია ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიაა სწავლის ხელშესაწყობად, ამ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ მუზეუმში ქცევის, მოსმენის, კომუნიკაციის, ინფორმაციის გაგების, უნარ-ჩვევები, პიროვნული თვისებები, ზრუნავენ ერთმანეთზე, ასეთი შემეცნებითი ღონისძიებები საუკეთესო საშუალებაა ცოდნათა ურთიერთდაკავშირებისა და ორგანიზებისათვის, რადგან მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს სკოლაში თუ სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას.

აღსანიშნავია, რომ ექსკურსიის მონაწილეები წინანდალში ესტუმრნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, რათა რომანტიკოსთა შემოქმედების შესწავლისას მოსწავლეებს უკვე გარკვეული წარმოდგენა ჰქონოდათ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურულ სალონზე, იმ გენიალურ ადამიანებზე, რომლებიც აქ იკრიბებოდნენ.

საკოლო საზოგადოება ასევე ეწვია ბოდბეს, ალავერდს, გრემს, იყალთოს, ნეკრესს და გაეცნო მონასტრების ისტორიას.

„მოსწავლეები,  მშობლები, მასწავლებლები დიდი ემოციითა და ინტერესით დავაბიჯებდით ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხის მიწაზე, ეს იყო ნამდვილად დაუვიწყარი, შემეცნებითი, შინაარსიანი მოგზაურობა, რომლის შედეგადაც მოსწავლეებს გაუძლიერდათ სიყვარული და პატივისცემა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, გააცნობიერეს, რომ „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“, რომელიც ჩვენ უნდა შევქმნათ.

რაც მთავარია, იყო სიყვარული, სითბო, ღიმილი, მხიარულება, იდეალური ურთიერთდამოკიდებულება, საუკეთესო შთაბეჭდილებები, რომლებიც დიდხანს გაგვყვება სულიერ საზრდოდ“, - ასე შეაფასა ექსკურსია მე-9 კლასის დამრიგებელმა - დოდო ხაჩიძემ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება