მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს არაერთი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა 2023-2024 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს.
მათ შორის აღსანიშნავია მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად. მოსწავლეებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და დამრიგებელსა და მშობლებს სიამაყის საფუძველი მისცეს.
მოსწავლეებმა ასევე სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები გაიხსენეს, პირველ მასწავლებელს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დამრიგებელმა კი მოწაფეებს გზა დაულოცა და საუკეთესო სურვილებით გამოემშვიდობა.
„ჩემო პატარებო! გილოცავთ, მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას და ახალ ეტაპზე გადასვლას. წარმატებები!“, - დიდი სიყვარულით მიმართა დამრიგებელმა მოწაფეებს და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი