სიახლეები
სკოლები

ტყიბულის N6 სკოლის II კლასის მოსწავლეები მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-06-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოსწავლეები იღებდნენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ არაფორმალური განათლების პროექტებში. აღსანიშნავია, მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში. მათ სახელზე კი არაერთი წარმატებაა. 

მათ შორის, მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს მათემატიკის ოლიმპიადაში და საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

21 მარტს, ქალაქ თერჯოლის კერძო სკოლაში - „მზეკაბანი 2007“ გაიმართა მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ საგაზაფხულო სეზონის ოქროს ტურის წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. 

დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ლია ბარბაქაძე): ნინი ბოჭორიშვილი, დავით ბრეგაძე, გოჩა ონიანი, ანდრია რობაქიძე, ლილე საპანაძე. 

ოქროს ტურში წარმატებული მონაწილეობისთვის ოლიმპიადა „ევერესტის“ დამფუძნებელმა დაჩი ნანობაშვილმა თავად გადასცა ბავშვებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს სკოლის სახელით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

როგორ ფასდება სტუდენტი სასწავლო კომპონენტში და რა წერია კანონში

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ორგანიზებით შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

„ყველა ქალბატონი იმსახურებს იცხოვროს მშვიდობიან, თანასწორ და ჯანსაღ სამყაროში“

ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი

ხელოვნების პედაგოგის, ლუსინე მზიკიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გაკვეთილი-ღონისძიება

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება