სიახლეები
სიახლეები

სახელფასო ფორმულის შედეგად მივიღეთ არაჩვეულებრივი ციფრები - მინისტრი პედაგოგთა ანაზღაურებაზე
25-06-2024
-
+


მასწავლებელთა ახალმა სახელფასო ფორმულამ პედაგოგიურ წრეებში უკმაყოფილება და დიდი გაუგებრობა გამოიწვია. გაჩნდა საკმაოდ ბევრი კითხვა, რომლებზეც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები პასუხებს ელიან, მით უმეტეს, ისინი, ვისაც ახალი სქემით, ხელფასი მომატების ნაცვლად დააკლდა; თუმცა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ესაა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ყველა სტატუსიან მასწავლებელს ხელფასი ეზრდება:

„ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მსგავსი არ მახსენდება რომელიმე პროფესიაში მომხდარიყო; ერთ წელზე მეტხანს ვიმუშავეთ ამაზე. კვლევებზე დაფუძნებით, გამოიკითხა ათასობით მასწავლებელი, მე პირადად შევხვედრივარ ხუთიათასამდე მასწავლებელს, სადაც პერმანენტულად ვსაუბრობდით ამ საკითხებზე. ეს არის არაერთი სიღრმისეული კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე და თავად პედაგოგთა უმრავლესობის მრავალწლიანი მოთხოვნაც, დაკვეთაც და შეძახებაც ხელისუფლებისადმი, რომ შესაბამისი სამართლიანი, ღირსეული შრომის სწორ გადანაწილებაზე დაფუძნებული სახელფასო პოლიტიკა შეგვემუშავებინა, სადაც არ გაიზრდებოდა სტატუსის დანამატები, რომლებიც სხვადასხვა წლის განმავლობაში არაპროპორციულად იზრდებოდა და სწორედ ამან გააჩინა სოციალური უსამართლობა - ერთი და იგივე შრომის და დატვირთვის პირობებში ერთ მასწავლებელს ჰქონდა 3-4- ჯერ ნაკლები ანაზღაურება, ვიდრე მეორეს“, - განაცხადა მინისტრმა.

ამილახვარი ასევე იმ პედაგოგებს გამოეხმაურა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ახალი ფორმულის შესაბამისად, ანაზღაურება, მომატების ნაცვლად, აკლდებათ:

„ყველა პედაგოგს, ყველა სტატუსიან მასწავლებელს, ვისაც კომპტენცია დადასტურებული აქვს, ეზრდება ხელფასი. ჩვენ შევიმუშავეთ ფორმულა, სადაც ყველა სტატუსის მასწავლებელს, შრომის ანაზღაურება ექნება თანაბარი - ჩვენთვის ყველა მასწავლებელი არის თანაბარი, ყველა არის ღირსეული და ჩვენი დაპირება - ღირსეული ანაზღაურება ყველა პედაგოგს - 1-ელი ივლისიდან შესრულდება.

ვამბობდით, რომ ზრდა იქნებოდა, საშუალოდ, 500 ლარი, თუმცა ფორმულის შედეგად მივიღეთ არაჩვეულებრივი ციფრები - 70%-ს - დაახლოებით, 40 ათასამდე მასწავლებელს, ხელფასი ეზრდება მინიმუმ 500 ლარით და ზევით, არის ზრდა 600-700 და 800 ლარითაც.

რა ხდება 30 პროცენტში - თუ შეადარებს პედაგოგი ახალ სახელფასო ფორმულას ძველთან და იგივე დატვირთვის პირობებში დაუჯდება კლება - ყველას უთანაბრდება არსებულ ხელფასთან და პლუს დამატებით 200 ლარით ემატება ხელფასი. ეს ძირითადად ეხება მცირე დატვირთვის მქონე პედაგოგებს.

ჩვენ შეგვეძლო არც არაფერი შეგვეცვალა, ბიუჯეტი 200 მილიონს დაზოგავდა წელიწადში და დაგვეტოვებინა ეს სისტემა.

განვმარტავ - შევსება და 200 ლარიანი მატება ეხება მასწავლებლების დაახლოებით 5-7 პროცენტს, იმ 30 პროცენტში დანარჩენებს კი ეხება 300 და 400 ლარიანი მატება, ამ ციფრებზე პასუხს ვაგებ თითოეული სტატუსიანი პედაგოგის წინაშე.

ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ სასწორის მეორე პინაზე გვყავს გვყავს 600 ათასი მოსწავლე და მათ უკან მათი მშობლები და ოჯახები. შესაბამისად, უპირატესი ამოცანა დღეს სახელფასო პოლიტიკის შეცვლის არის, რომ ჩვენ გვინდოდა მასწავლებლის მრავალწლიან მოთხოვნაზე გვეპასუხა, რომ აგვერიდებინა ისინი ე.წ. პორტფოლიოებზე ფიქრს, უნარების გამოცდაზე, ე.წ. სტატუსებზე. პირდაპირ გვეუბნებოდნენ პედაგოგები, რომ მოგვაშორეთ ეს ბიუროკრატია, მოგვეცით ღირსეული ხელფასი, თუ მე ჩემი საქმის კომპეტენცია მაქვს დადასტურებული და მომეცი საშუალება, დავბრუნდე საკლასო ოთახში, მეტი დრო დავუთმო გაკვეთილს, ჩემს აკადემიურ მოღვაწეობას და ბავშვთან და მშობელთან ურთიერთობასო, რაც არის მთავარი გარანტი განათლების ხარისხის ამაღლების.

მე ვარ აგერ, რომელიც პირველი ვამბობ, რომ არა   არის დღეს ჩვენი ზოგადი განათლების შედეგებით კმაყოფილი. ამას რად უნდა ჩემი თქმა, როდესაც საერთაშორისო კვლევები ქვეყნდება, მერამდენე წელია, 10-15 წელია და სამწუხაროდ, მინიმალური გაუმჯობესება გვაქვს. არ დაგვავიწყდეს, რომ მთავარი, რაც უნდა ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას, ეს არის ხარისხის ამაღლება. ჩვენ ვერ ვიზამთ ამას, თუ ყველაზე მთავარ აქტორს არ მივცემთ სამართლიან შრომის ანაზღაურებას მიუხედავად სტატუსებისა“.

ახალი ფორმულით საბაზო ხელფასი გამოდის 1800 ლარი, როცა 405 ლარი იყო, - დასძინა მინისტრმა:

„ერთი განმარტება მინდა გავაკეთო წამყვანი და მენტორი პედაგოგებისთვის: ჩემთვის არის ყველაზე მეტად ცნობილი ის უდიდესი შრომა, რომელიც მათ გაწიეს ამ სტატუსების მოსაპოვებლად; მაგალითად წამყვანი მასწავლებლების ნახევარს 400 ლარით ეზრდება ხელფასი, არათუ ორასით, არამედ ოთხასით. ეს შედარებით ნაკლებად ეხება მენტორ მასწავლებლებს, იმიტომ, რომ ისინი რაოდენობრივადაც ცოტა არიან და ისედაც დიდი ხელფასი აქვთ, თუმცა მინიმუმ ორასლარიანი მატება მათაც ეხებათ.

თუ პედაგოგი არ მუშაობს ერთ სკოლაში - წარმოიდგინეთ, რამხელა ნახტომი გავაკეთეთ. არის პედაგოგების გარკვეული ნაწილი, რომლებიც 2-3-4-5 სკოლაში მუშაობენ და ამ შემთხვევაში თითოეულ მათგანში მინიმუმ 200 ლარიან ნამატს მიიღებენ; საჯარო სკოლის არც ერთი სტატუსიანი პედაგოგი არ დარჩება, ვისაც ხელფასი არ მოემატება“, - დასძინა გიორგი ამილახვარმა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება