სიახლეები
სკოლები

ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლების წარმატებული მონაწილეობა მედიაწიგნიერების პროექტში
25-06-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგთა მხარდაჭერით ისინი სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში ერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ 19.11.2023 – 19.06.2024 სასწავლო წლის მანძილზე, სკოლაში ხორციელდებოდა პროექტი We in the world of media literacy. მისი დამფუძნებელია თელავის N5 საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი. თანადამფუძნებელი თურქი მასწავლებელი არზუ ჩაკიჩი.

პროექტში მონაწილე ქვეყნები გახლდათ: საქართველო - 18 მასწავლებელი, თურქეთი - 7, პოლონეთი - 1,  ლატვია - 1, რუმინეთი - 1. პროექტში ჩართული იყო 97 მოსწავლე.

პროექტის მიზნები: 

• მოსწავლეებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება;

• ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარ-ჩვევები; 

• ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა;

• ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ.

• მედიაწიგნიერების გამოყენებით დემოკრატიული კულტურის განვითარება;

• ცნობიერების ამაღლება ინტერნეტ-სივრცეში არსებული საფრთხეების, მათ შორის კიბერბულინგის გამოწვევის შესახებ და მოსწავლეებში ამ საფრთხეებისგან თავდაცვის უნარების განვითარება.

„ყველა მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია იყოს მედიაწიგნიერი, თანამედროვე სამყაროში, რომელიც ინფორმაციის მიმოცვლის სწრაფი ტემპით ხასიათდება, მედიაწიგნიერება კრიტიკული აზროვნების განვითარების მძლავრი ინსტრუმენტია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესში, გვეხმარება სწორად ორიენტირებაში თანამედროვე ცხოვრებაში, ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გაჯერებულია ყველა სახის მედიით, გაზეთებით, რადიოთი, ტელევიზიით, ინტერნეტით. მედიაწიგნიერება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და შევაფასოთ ყველა მედია მესიჯი, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი იმის შესახებ, თუ რას ვირჩევთ წასაკითხად, ყურებასა და მოსასმენად. ის ასევე გვეხმარება, გავხდეთ საზოგადოების უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი წევრები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მედიაწიგნიერება 21-ე საუკუნის აუცილებელ უნარად ითვლება.

მიუხედავად ამისა, როგორც აღნიშნავენ, ბევრი ადამიანი მედიას უვნებელ გართობას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მათზე გავლენას არ ახდენს მისი გზავნილები. თუმცა, ადამიანებზე გავლენას ახდენს მედია მესიჯები, რომლებსაც ისინი მოიხმარენ. მედიაწიგნიერების ინტერვენციები და განათლება ეხმარება ბავშვებს და მოზარდებს გააცნობიერონ მედიის გავლენა და მისცეს მათ ცოდნა და ინსტრუმენტები მისი გავლენის შესამცირებლად. მედიაგანათლებულმა ადამიანმა უკვე იცის, როგორ და სად მოიძიოს, გაფილტროს, შექმნას და გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინტერესო აქტივობები:

• ციფრული უსაფრთხოება;

• ციფრული ხელსაწყოების შესწავლა;

• რეკლამა;

• პერსონალური მონაცემების დაცვა;

• კლიმატის ცვლილება;

• დედამიწის დღე;

• გაკვეთილების დროს თამაშებით სწავლება;

• პროექტის ფარგლებში ჩატარდა  კონფერენცია. 

„ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ მიღწეული შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა შეძენილი უნარები საჭიროებს განმტკიცებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პროექტის ფარგლებში, ასევე მომზადდა ერთობლივი ციფრული პროდუქტი. პროექტის მსვლელობისას სკოლაში სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენეს.

„კერძოდ, სტუდენტების წინარე ცოდნის დასადგენად, გამოხმაურებისა და ლოგოების კონკურსისთვის გამოვიყენეთ docs.google.com/forms. საკონტაქტო ინფორმაციისთვის, პროექტის სასწავლო გეგმის შედგენისთვის გამოვიყენეთ საერთო office.com/launch/word. PowerPoint-ის გამოყენებით მომზადდა საპრეზენტაციო მასალები მონაცემთა დაცვისა და საავტორო უფლებების შესახებ. ჩვენ აქტიურად ვიყენებდით პადლეტს. ჩვენ გამოვიყენეთ wakelet.com დილემის ბანკისთვის“, - გვიყვებიან სკოლაში.

პროექტი ფარგლებში, ასევე ჩატარდა ლექცია კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მიწვეული  ცნობილი სტუმარი დავით ღონღაძე გახლდათ.

ტრენერმა, ანდრია ავეტიანის ჩაატარა აგრეთვე ლექცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე Leonardo.Ai  და chat GPT-ის გაცნობა და გამოყენების შესახებ. 

„მოსწავლეების შექმნილი პოსტერებისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გამოვიყენეთ  Leonard.Ai და   ChatGPT. ელექტრონული წიგნი ერთობლივად შეიქმნა bookcreatotr.com-ის გამოყენებით. ჩვენ მივიღეთ მშობლებისგან წერილობითი ნებართვა მოსწავლის ფოტო-ვიდეომასალების გამოყენებასთან დაკავშირებით“, - ამბობენ სკოლაში.

ბოლოს მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა შეაფასეს პროექტი linoit.com - დაწერეს მცირე ტექსტი ინგლისურად. პროექტმა გააუმჯობესა მათი მედიაწიგნიერების უნარები.

პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის საუკეთესო თანამშრომლობითი ურთიერთობა.

პროექტი წარდგენილია ხარისხის ნიშანზე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება