სიახლეები
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლის მასწავლებლის, ზეინაბ კაკალაშვილის ავტორობით საერთაშორისო პროექტი განხორციელდა
25-06-2024
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა თუ აქტივობას მართავენ. 

მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მოქალაქეობის მასწავლებლის - ზეინაბ კაკალაშვილის ავტორობით საერთაშორისო პროექტი - We in the world of media literacy განხორციელდა. ის 19.11.2023 – 19.06.2024 პერიოდში მიმდინარეობდა. მისი თანადამფუძნებელი თურქი მასწავლებელი არზუ ჩაკიჩი გახლდათ.

მასში საქართველოდან -18, თურქეთიდან - 7, პოლონეთდან - 1,  ლატვიისან - 1, რუმინეთდან - 1 მასწავლებელი და 97 მოსწავლე მონაწილეობდა. 

პროექტს შემდეგი მიზნები ჰქონდა:

  • მოსწავლეებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება;
  • ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარ-ჩვევები; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარების ხელშეწყობა;
  • ცნობიერების ამაღლება მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის შესახებ;
  • მედიაწიგნიერების გამოყენებით დემოკრატიული კულტურის განვითარება
  • ცნონიერების ამაღლება ინტერნეტ-სივრცეში არსებული საფრთხეების, მათ შორის კიბერბულინგის გამოწვევის შესახებ და განუვითაროს ამ საფრთხეებისაგან თავდაცვის უნარები.

პროექტის ფარგლებში შემდეი საინტერესო აქტივობები განხორციელდა:

  • ციფრული უსაფრთხოება;
  • ციფრული ხელსაწყოების შესწავლა;
  • რეკლამა;
  • პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • კლიმატის ცვლილება;
  • დედამიწის დღე;
  • გაკვეთილების დროს თამაშებით სწავლება;
  • ჩატარდა კონფერენცია. 

პროექტის შესახებ მეტ ინფორმაცის სკოლაში გვიზიარებენ, რასაც უცვლელად გთავაზობთ. 

„ყველა მოსწავლისათვის მნიშვნელოვანია იყოს მედიაწიგნიერი თანამედროვე სამყაროში, რომელიც ინფორმაციის მიმოცვლის სწრაფი ტემპით ხასიათდება. მედიაწიგნიერება კრიტიკული აზროვნების განვითარების მძლავრი ინსტრუმენტია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესში, გვეხმარება სწორად ორიენტირებაში თანამედროვე ცხოვრებაში, ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გაჯერებულია ყველა სახის მედიით, გაზეთებით, რადიოთი, ტელევიზიით, ინტერნეტით. მედიაწიგნიერება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ და შევაფასოთ ყველა მედია მესიჯი, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ უკეთესი არჩევანი იმის შესახებ, თუ რას ვირჩევთ წასაკითხად, საყურებლად და მოსასმენად. ის ასევე გვეხმარება გავხდეთ საზოგადოების უფრო ჭკვიანი და გამჭრიახი წევრები. მედიაწიგნიერება 21-ე საუკუნის აუცილებელ უნარად ითვლება. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი მედიას უვნებელ გართობას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მათზე გავლენას არ ახდენს მისი გზავნილები. თუმცა, ადამიანებზე გავლენას ახდენს მედია მესიჯები, რომლებსაც ისინი მოიხმარენ. მედიაწიგნიერების ინტერვენციები და განათლება ეხმარება ბავშვებს და მოზარდებს გააცნობიერონ მედიის გავლენა და მისცეს მათ ცოდნა და ინსტრუმენტები მისი გავლენის შესამცირებლად. მედიაგანათლებულმა ადამიანმა უკვე იცის, როგორ და სად მოიძიოს, გაფილტროს, შექმნას და გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია. 

ჩატარებულმა კვლევამ დაგვანახა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ მიღწეული შედეგი დამაკმაყოფილებელია, თუმცა შეძენილი უნარები საჭიროებს განმტკიცებას. 

პროექტის ფარგლებში, მომზადდა ერთობლივი ციფრული პროდუქტი. პროექტის მსვლელობისას გამოვიყენეთ სხვადასხვა ინსტრუმენტები. კერძოდ, სტუდენტების წინარე ცოდნის დასადგენად, გამოხმაურებისა და ლოგოების კონკურსისთვის გამოვიყენეთ docs.google.com/forms. საკონტაქტო ინფორმაციისთვის, პროექტის სასწავლო გეგმის შედგენისთვის გამოვიყენეთ საერთო office.com/launch/word. PowerPoint-ის გამოყენებით მომზადდა საპრეზენტაციო მასალები მონაცემთა დაცვისა და საავტორო უფლებების შესახებ. ჩვენ აქტიურად ვიყენებდით პადლეტს. ჩვენ გამოვიყენეთ wakelet.com  დილემის ბანკისთვის. ჩატარდა ლექცია კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მოწვეული  ცნობილი სტუმარი ბ-ნი დავით ღონღაძე. ჩატარდა აგრეთვე ლექცია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე Leonardo.Ai და chat GPT-ის გაცნობა და გამოყენების შესახებ  ტრენერის ანდრია ავეტიანის მიერ. მოსწავლეების მიერ შექმნილი პოსტერებისთვის  ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გამოვიყენეთ Leonard.Ai და ChatGPT. ელექტრონული წიგნი ერთობლივად შეიქმნა bookcreatotr.com-ის გამოყენებით. ჩვენ მივიღეთ მშობლებისგან წერილობითი ნებართვა მოსწავლის ფოტო/ვიდეო მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლოს მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა შეაფასეს პროექტი linoit.com - დაწერეს მცირე ტექსტი ინგლისურად. პროექტმა გააუმჯობესა მათი მედიაწიგნიერების უნარები.

პროექტზე მუშაობისას გამოვლინდა ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის საუკეთესო თანამშრომლობითი ურთიერთობა.

პროექტი წარდგენილია ხარისხის ნიშანზე“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC

შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ

სპეცმასწავლებლებისა და ასისტენტების საყურადღებოდ - ბოლო ორ კვირაში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება