მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში გამართულ აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.
აღსანიშნავია, რომ მე-5 კლასში სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია (გაკვეთილი) - „14 მარტი აინშტაინის და π რიცხვის დაბადების დღეა“ - ჩატარდა.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა ალბერტ აინშტაინის გამონათქვამები წარმოთქვეს და განიხილეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა აინშტაინის ვარაუდი მესამე და მეოთხე მსოფლიო ომის შესახებ. მათი აზრით, ადამიანებმა მოლაპარაკება უნდა შეძლონ და არ დაუშვან მესამე მსოფლიო ომი.
მოსწავლეებმა π რიცხვისა და რამდენიმე მათემატიკური კანონზომიერების და მოქმედებათა რიგის შესახებ ისაუბრეს. მათ კონფერენციაზე მისულ სტუმრებს აინშტაინის სახალისო ფოტოები დაურიგეს.
„მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ხათუნა გოგიტიძეს, ყოფილ დამრიგებელს - მაია ცხდაძეს და მე 12-კლასის მოსწავლეებს, ყურადღებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია აბიტურიენტებისთვის
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კლასის ხელმძღვანელი გახლავთ აზა ლემონჯარია
ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლია ტონოიანი