საინფორმაციო შეხვედრები 1 ივლისს დასრულდება - NAEC აბიტურიენტებისა და სხვა გამოსაცდელებისთვის დეტალებს ავრცელებს
26-06-2024
დაკოპირებულია
-
+
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებლის გამოცდის ჩასატარებლად მზადება დაწყებულია.
საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
საგამოცდო ცენტრების რაოდენობის გათვალისწინებით დასასრულს უახლოვდება პასუხების ფურცლებისა და შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცლების, ასევე დამხმარე მასალების: რუკებისა და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდვა და დახარისხება. ამ მასალებთან ერთად მიმდინარეობს საკანცელარიო, სამედიცინო და სამეურნეო ნივთების დაკომპლექტება და სხვ. საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისათვის უკვე ჩატარდა მოსამზადებელი ტრენინგები და ამასთანავე ტესტირება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საინფორმაციო შეხვედრების სერიას 1 ივლისს დაასრულებს. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდება და კონკრეტულად საგამოცდო პროცესსა და წესებს შეეხება.