მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძემ მასწავლებელთა ახალ სახელფასო ფორმულაზე სატელევიზიო ეთერში ისაუბრა და კერძო სკოლის პედაგოგებზეც რამდენიმე განმარტება გააკეთა.
კალანდაძის თქმით, ხელფასების ზრდა შეეხება ყველა სტატუსიან მასწავლებელს, რომელსაც დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია.
„საშუალოდ, 500-ლარიდან ზევით (600-700-800 ლარი) მოემატება მასწავლებლების 70 პროცენტს, 25 პროცენტს 300-400 ლარის ფარგლებში, ხოლო 5 პროცენტი გვყავს მასწავლებლების, ვისაც 200-ლარიანი მატება შეეხება.
რაც უფრო მეტია საათობრივი დატვირთვა, მით მეტია ხელფასის მატება... მართალია, უფრო დიდი მოლოდინი იყო, რომ წამყვან-მენტორ მასწავლებლებს უნდა შეხებოდა მაღალი ზრდა, თუმცა ვინაიდან პირველ ადგილზე წამოიწია სამუშაო დატვირთვამ, სტატუსები აღარ იყო გათვალისწინებული; ეს იყო მასწავლებლების მოთხოვნა - გაზრდილიყო საბაზო ხელფასი, მაშინ როცა ეს თანხა 405 ლარი იყო.
რაც შეეხება კერძო სკოლის მასწავლებლებს - ცვლილება ეხება საჯარო სკოლის პედაგოგებს, კერძო სკოლებს კი აქვთ დაფინანსების თავისი მოდელი“, - აღნიშნა ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია